ხანძარი საცხოვრებელ სახლში

2022-11-13 00:47:28

წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ მედანში ხანძრის დროს საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების გამო გაჩნდა.

ხანძრის გაჩენის დროს სახლში ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა. მათ დროულად შეძლეს გამოსვლა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, ცეცხი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.