რუსთავში მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა [video]

2023-06-26 12:39:52

რუსთავში, ლეონიძისა და მესხიშვილის კვეთაზე ავტომობილს ცეცხლი გაუშვა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "დოჯის" მარკის ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველოს ეკიპაჟები.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მცირე საავტომობილო საცობიც იყო.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები