ძლიერი ხანძარი რუსთავში

2023-07-24 00:41:48

რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი სახანრო-სამაშველო სამსახურის ძველ, უფუნქციო შენობაში გაჩნდა. 

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

საინფორმაციო სააგენტო დამატებით დეტალებს არკვევს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები