რუსთავში, საცხოვრებელ სახლში კაცი დაიწვა

2023-12-15 19:34:11

რუსთავი, პუშკინის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში ხანძარი იყო.

ხანძრის შედეგად 70 წლამდე მამაკაცი დაიწვა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სახლის სარდაფში ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ელექტრო ენერგია გახდა. ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცი ადგილზე სამაშველო ეკიპაჟის მისვლამდე, ხანძრის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ჯერ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის თქმით, მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით შეფასდა.

"საშუალო სიმძიმის იყო მისი მდგომარეობა. კონტაქტური იყო. დამწვრობა აღენიშნებოდა ზედა და ქვედა კიდურების, ასევე სახის არეში. გადავიყვანეთ დამწვრობის ცენტრში", - განაცხადა თეა გელაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპოლიციო ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები