რუსთავში 10-მდე ავტომობილი დაიწვა [video]

2024-05-07 18:26:23

რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე ხანძარი იყო. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი  ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში გაჩნდა. ხანძრის დროს 10-მდე ავტომობილი და 1 მოტოციკლი დაიწვა.

შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები