თურქეთში, ქალაქ ბურსაში ძლიერი ხანძარია. [ვიდეო/video]
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იწვის 10 ქარხანა.
მათივე ცნობით, თავდაპირველად ხანძარი ინდუსტრიულ ზონაში ერთ-ერთ ქარხანაში გაჩნდა, შემდეგ კი გავრცელდა და 10-მდე საწარმოს მოედო.
ცეცხლის გავრცელებას ხელი ქარმაც შეუწყო.
ქალაქის მერის ალინურ აკტაშის განცხადებით, ხანრის ჩასაქრობად მეხანძრე მაშველები მუშაობენ და შემთხვევის დროს არავინ დაღუპულა.