ხანძარი საცხოვრებელ სახლში

2022-10-18 12:51:44

ჩხოროწყუს სოფელ ლეწურწუმეში საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენლმა ჯემა დამენიამ განუცხადა, ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში  ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. თუმცა მათ სახლიდან გამოსვლა მოასწრეს.

მისივე ინფორმაციით, ორ სართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.