ბავშვი, რომელსაც შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

2022-10-13 14:38:10

მოზარდი, რომელსაც შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ინფორმაცია ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა დაადასტურა.

მისივე განცხადებით, მეორე მოზარდი ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება მესამე ბავშვს, არასრულწლოვანი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, დღეს, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმხობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები