14 წლის ბიჭის ძებნის III დღე რუსთავში

2023-06-30 23:44:17

რუსთავში, მდინარე მტკვარში მესამე დღეა 14 წლის ბიჭს ეძებენ.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა წყალში ბავშვის გაუჩინარების წერტილიდან, დაახლოებით, 18-კილომეტრიანი პერიმეტრი სხვადასხვა საშუალებით შეამოწმეს.

ძებნის ღონისძიება ჩატარდა ხიდის მიმდებარედ არსებული დამბის არეალშიც.

მოზარდის საძიებო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.

შეგახსენებთ, 28 ივნისს, XIX მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მოზარდთა ჯგუფი ცურვის მიზნით შევიდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი წყლის დინებამ გაიტაცა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები