14 წლის რუსთაველი მოზარდი მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს

2023-07-03 19:47:05

28 ივნის მე-19 მიკრორაიონის მიმდებარედ მტკვარში გაუჩინარებული 14 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, არასრულწლოვანის გვამი მტკვარში 6 დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იპოვეს.

შეგახსენებთ, 28 ივნისს, XIX მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მოზარდთა ჯგუფი ცურვის მიზნით შევიდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი წყლის დინებამ გაიტაცა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები