ხანძარი საცხოვრებელ სახლში

2022-09-27 15:13:55

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ხანძარია. ბინაში შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანებაც.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.