ხანძარი რუსთავი-გაჩიანის გზასთან

2022-09-27 13:17:12

რუსთავი-გაჩიანის გზასთან, სასაფლაოების მიმდებარედ ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარია.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად წარმოქმნილი შავი კვამლი, რუსთავის თითქმის ყველა წერტილიდან შესამჩნევია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.