ხანძარი რუსთავი-თბილისის ავტობანთან

2022-08-28 20:21:10

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალთან ხანძარია.

ხანძრის თავდაპირველი კერა შავნაბადას ტყის მასივში გაჩნდა და ნელ-ნელა უფრო დიდ მასშტაბზე გავრცელდა.

ჯერ-ჯერობით ავტობანზე ავტომობილთა გადაადგილება არ შეფერხებულა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულია ავიაციაც.