რუსთაველი სოლო დევდარიანი სწავლას University of Toronto-ში აგრძელებს

2025-05-18 18:11:48

ჩვენი დღვანდელი რუბრიკის გმირი სოლო დევდარიანია, რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც სწავლას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო - ტორონტოს უნივერსიტეტში აგრძელებს. სოლო კანადაში Life Science-ის ფაკულტეტზე, მედიცინის მიმართულებით ისწავლის.

University of Toronto კანადის ნომერი პირველი უნივერსიტეტია. QS World University Rankings 2025 by Subject-ის მიხედვით, ის მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების ტოპ 20-ში და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების ტოპ 5-შია. ტორონტოს უნივერსიტეტი დაამთავრა კანადის ოთხმა პრემიერ-მინისტრმა, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა, მის კურსდამთავრებულებს შორისაა 10 ნობელიანტი და ცნობილი მეცნიერები, რომლებმაც გამოიგონეს ინსულინი, საფუძველი ჩაუყარეს ხელოვნურ ინტელექტის შექმნას და რეგენერაციულ მედიცინას. 

როგორ მივიდა აქამდე 17 წლის ბიჭი? განვლილ გზაზე "ინფო რუსთავის" მკითხველს რუბრიკის გმირი თავად უამბობს.

"ყველაფერი ერთმა პატარა პოსტმა შეცვალა: მეათე კლასში ყოფნისას ვნახე ჩემი სკოლის მიერ დადებული განცხადება სოცილაური ქსელის გვერდზე, სადაც ირჩევდნენ მოსწავლეებს პოლონეთში გაცვლითი პროექტში მონაწილეობის მისაღებად და მაშინ მიხვდი, რომ ეს შანსი არ უნდა გამეშვა ხელიდან. სამოტივაციო წერილის წერისას ძალიან ვღელავდი, ვყოყმანობდი გამეგზავნა თუ არა. არჩევის შემდეგაც ვფიქრობდი წავსულიყავი თუ არა, რადგან პროექტის წარდგენის პასუხისმგებლობა მაშინებდა, მაგრამ ჩემს თავს დავაჯერე, რომ ცხოვრებაში რისი გაკეთებაც ზოგჯერ არ გინდა, ზუსტად იმის გაკეთებაა საჭირო, რათა წინ წახვიდე და განვითარდე. სწორედ პოლონეთში გატარებულმა ერთმა კვირამ შეცვალა ჩემი აზროვნება და შეხედეულებები ჩემი მომავლის მიმართ და მაშინ დავისახე მიზნად, რომ საზღვარგარეთ უნდა ჩამებარიბინა. ბევრის წარმატებას ვხედავდი და წარმოუდგენელი მეჩვენებოდა საზღვარგარეთ პერსტიჟულ უნივერსიტეტში სწავლება. როდესაც მე და დედა მომავალ პროფესიაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, შიგნიდან რაღაც არ მასვენებდა და მკარნახობდა, რომ ერთ დღეს მეც მივაღწევდი ისეთ წარმატებას, რითაც ჩემი მშობლები, ახლობლები და მეგობრები იამაყებდნენ.

პოლონეთის პროექტს მოჰვყა სხვადასხვა გაცვლითი პროექტი და კონფერენცია, რაშიც მაქსიმალური ინტენსიურობითა და ძალისხმევით ვერთვებოდი და რამაც განსხვავებული უნარები, ბევრი მეგობარი და ისეთი მოგონება დამიტოვა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება.

ჩემს ცხოვრებაში იყო რთული მომენტებიც, როდესაც უკან დახევა მინდოდა, რადგან ძალიან გადაღლილი ვიყავი და მეჩვენებოდა, რომ მეტს ვერ შევძლებდი, მაგრამ მიზანზე ფიქრი თავს არ მანებებდა და მეთერთმეტე კლასის მიწურულს დავიწყე მზადება, ყველა იმ დოკუმენტისა თუ ინფორმაციის შეგროვება, რაც საერთაშორისო აპლიკაციის მოსამზადებლად მჭირდებოდა. 2024 წლის არდადეგებმა დასვენების გარეშე ჩაიარა, ოთახიდან არ გამოვდიოდი, ვმეცადინეობდი, ვემზადებოდი რთული გამოცდებისთვის და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემი დასახული მიზანი განმეხორციელებინა, მიზანი, რომელიც წამროუდგენლად მეჩვენებოდა, თუმცა მისი მუდმივად მწამდა და მისკენ მივისწრაფვოდი.

პირველი თანხმობა უნივერსიტეტიდან დეკემბერში მივიღე. თუმცა სიხარული მალევე ჩანაცვლდა მოლოდინით, რადგან წინ ჯერ კიდევ იმ უნივერსიტეტის პასუხებს ველოდებოდი, რომელში სწავლაზეც ბავშობიდან ვოცნებობდი. ტორონტოს უნივერსიტეტი ჩემთვის უბრალოდ სახელგანთქმული უნივერსიტეტი არ ყოფილა,  ის იყო სიმბოლო იმისა, რომ შეუძლებელი შესაძლოა ერთ დღესაც შესაძლებელი გახდეს. მისი აპლიკაცია იანვარში გავაგზავნე, შიშით, იმედითა და უამრავი ემოციით.

ვიცოდი, რომ კონკურენცია დიდი იყო, მითუმეტეს მედიცინის მიმართულებით, მაგრამ გულით მჯეროდა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც იქ უნდა მოხვედრილიყო, მეც ვიყავი და ეს დღეც დადგა.ტორონტოს უნივერსიტეტი (University of Toronto) კანადის ნომერი პირველი უნივერსიტეტია, QS World University Rankings 2025 by Subject-ის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების ტოპ 20-შია, ხოლო  მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების ტოპ 5-ში. ტორონტოს უნივერსიტეტი დაამთავრა კანადის 4-მა პრემიერ მინისტრმა, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა, მის კურსდამთავრებულებს შორისაა 10 ნობელიანტი, ცნობილი მეცნიერები, რომლებმაც გამოიგონეს ინსულინი, საფუძველი ჩაუყარეს ხელოვნურ ინტელექტის შექმნას და რეგენერაციულ მედიცინას. 

უნივერსიტეტს ასევე მოწინავე ადგილი უჭირავს გენომის რედაქტირებასა და ბიოლოგიურ კვლევებში, რაც ჩემთვის, როგორც მომავალი ექიმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.მინდა ყველა ის ახალგაზრდა, ვინც ახლა დგამს ნაბიჯებს პროფესიის არჩევაში და უნივერსიტეტის შერჩევაში, დავარწმუნო რომ, გზა ყოველთვის არსებობს. შესაძლოა ბევრჯერ დაგეზაროთ, დანებება მოგინდეთ, მაგრამ თუ მიზანი გულწრფელია, ცხოვრება გზას აუცილებლად გაპოვნინებთ და გაგამარჯვებინებთ.ვფიქრობ, წინ ბევრი საინტერესო დღეები მელის და გულით მინდა, რომ შეძენილი ცოდნა ჩემი ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და იმ ადამანებისთვის გამოვიყენო ვის მიმართაც უზომო მადლიერებას ვრძნობ ამ პერიოდის მანძილზე გვერდში დგომისთვის და მოტივაციისთვის".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები