რუსთაველმა გოგონამ 160 000$-ის ოდენობით სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა

2024-06-16 19:05:48

დღეს გაგაცნობთ 20 წლის თათული გვაზავას რუსთავიდან, რომელმაც 160 000$-ის ოდენობით სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა და განათლებას კალიფორნიაში, ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ უნივერსიტეტში მიიღებს.

მინარევა ამერიკაში ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტადაა აღიარებული და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, 4 წლის განმავლობაში ისწავლონ მსოფლიოს 6 სხვადასხვა ქვეყანაში.

აქ მოხვედრა რთულია, ძალიან მინიმალურია შანსი იმის, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტი გახდები.


დანარჩენზე კი, უშუალოდ თათული უამბობს ჩვენს მკითხველს.

"გამარჯობა! მე ვარ თათული და მინერვას უნივერსიტეტში ჩავაბარე, კალიფორნიის შტატში.

პატარაობიდანვე მინდოდა ამერიკაში სწავლა. პირველად რომ კოლეჯების ძებნა დავიწყე, 10 წლის ვიყავი. საბოლოოდ, მხოლოდ ამერიკაში სწავლა კი არა, კიდევ უკეთესი რამ აღმოვაჩინე, რადგან მინერვას უნივერსიტეტი, 4 წლის განმავლობაში, საშუალებას აძლევს თავის სტუდენტებს, იმოგზაურონ მსოფლიოს გარშემო და ისწავლონ სხვადასხვა ქვეყანაში, საიდანაც პირველი წელი სან ფრანცისკოსშია, ხოლო ყოველ შემდეგი სემესტრი შემდეგ ქალაქებში: ტოკიო, სეული, ბუენოს აირესი, ბერლინი, ტაიპეი დაჰაიდერაბადი. 


პირველი კლასიდან სკოლა "რეცა"-ში ვსწავლობდი და დავამთავრე კიდეც. ბოლო ერთი წელი ამერიკაში გავატარე, ფლექსის პროგრამით, ვაშინგტონის შტატში, სადაც უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ამერიკაში მინდოდა სწავლა, მაგრამ მომდევნო წელი გერმანიაში ვისწავლე, ბერლინში, პროგრამირების ფაკულტეტზე და როცა მივხვდი, რომ არ მომწონდა უნივერსიტეტი და გარემო, ზუსტად ამ დროს აღმოვაჩინე მინერვა და გადავწყვიტე, რომ ჩემი თავი გამომეწვია ამ 4 წლიან ემოციების როლერკოსტერზე. გარდა მინერვასა, კიდევ 5 უნივერსიტეტიდან მქონდა მიღება, მათ შორის კი ერთ-ერთი ჩემს მოწინავე არჩევან - კინოაკადემიაში, თუმცა აპრილის შუა კვირაში, როცა მინერვას უნივერსიტეტის წერილიდა 160 ათასი დოლარის დაფინანსება მივიღე, ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება და ახლა ვემზადები ამ დიდი 4 წლიანი მოგზაურობისა და თავგადასავლისთვის".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები