რუსთავში მიკროავტობუსი დაიწვა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით შემთხვევა მე-6 მკრ/ში მოხდა.
ხანძრის დროს მიკროავტობუსში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ძრავში არსებული ელექტრო სადენები სახელდება.