სწავლის სრული დაფინანსება და სტიპენდია საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტში

2023-02-04 13:57:53

დღეს რუბრიკაში "გაიცანით რუსთაველია", 19 წლის რუსთაველ გოგონას, ანანო სიყმაშვილს გაგაცნობთ.

ანანომ საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება და სტიპენდია მოიპოვა. 

მონაპოვრამდე კი საკმაოდ რთული გზა განვლო. 

თუმცა, ჩვენთან საუბარს სკოლის პერიოდიდან იწყებს. ამბობს, რომ ბავშვობიდან აქტიური და არაერთ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართული იყო.


"სხვდასხვა პროექტსა და მოხალისეობრივ საქმიანობაში სკოლის პერიოდიდან ვიყავი ჩართული. ჩემი პირველი მოხალისეობრივი თავგადსავალი რუსთავის ამერიკულ კუთხეს უკავშირდება, სადაც უამრავი რამ ვისწავლე და საოცარი ადამიანები გავიცანი. უნდა აღვნიშნო, რომ დამტებით პროექტებსა და მოხალისეობრივ საქმიანობას ჩემი აკადემიური მოსწრებისთვის ხელი არ შეუშლია. 21-ე საჯარო სკოლა წარამტებით დავასრულე და ოქროს მედალი ავიღე. სწორედ აქტიურმა ცხოვრებამ დამანახა ჩემი თავი სხვადასხვა ჭრილში, ეს ყველაფერი კი შემდგომ პროფესიის არჩევაში დამეხმარა".

სკოლის დასრულების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას პატარა ზღაპრიდან დიდ რომანში მოხვედრას ადარებს. ბრძოლა საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის, ცხოვრების ახალი ეტაპი, უპირველეს ყოვლისა, მისთვის სწორედ ეს იყო. 

"სკოლის დამთავრების შემდეგ GIPA-ში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე, ამჟამად მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ცხოვრების ახალი ეტაპი სიახლეებითა და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, თითქოს პატარა ზღაპრიდან ერთ დიდ რომანში გადავედი, სადაც თავის დასამკვიდრებლად ბრძოლა დამჭირდა. ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ყოველი საქმის კეთებისას შენში გააღვიძებ ბავშვს, რომელიც დასახული მიზნის მიღწევისთვის ბრძოლაში არ იღლებოდა, ასევე არ დაიღლება ცხოვრების დიდ გზაზე და ყველაფერს მიაღწევს. ეს მიდგომა ძალიან დამეხმარა".


ამჟამად მოხალისე ტრენერია. სხვებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მისთვის დიდ სიამოვნებასთანაა კავშირში.

"ცხოვრების ახალ ეტაპიც აქტიურად დავიწყე, უნივერსიტეტი, ახალი მეგობრები, ტრენინგები, პროექტები და გაცვლითი პროგარმები. ამჟამად მოხალისე ტრენერი ვარ "სიქაში", სადაც უამარვი რამ ვისწავლე და ჩემი, როგროც ტრენერის უანრები მეტად განვავითარე. ასევე გავითავისე, რომ "მეტი შეგიძლია,ვიდრე გგონია! ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, სოციუმისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ტრენინგის ჩატარებისას, როდესაც მსმენელის ინტერესიან თვალებს ვხედავ, დადებითი ენერგებით ვიმუხტები. ერთგვარი მოტივაციაა, რომ უფრო მეტი და მეტი გავაკეთო. ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციაში "youth center for civil development" ვატარებ ტრენინეგბს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ".


და მერე... მერე მეცხრე კლასელი ანანოს ოცნებების ასრულება დაიწყო.

"გადავწყვიტე ჯერ კიდევ მეცხრე კლასელი ანანოს მიზანი ამესრულებინა და ჯიპას გაცვლითი პროგრამის კონკურსში მივიღე მონაწილეობა, საბედნიეროდ ყველა ეტაპი წარამტებით გავიარე, მაღალი აკადემიური მოსწრების, სამოტივაციო წერილისა და ყველა სხვა კრიტერიუმი დაკმაყოფილებით სწავალა გავგრძელე საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში - Universite catholique de lille, სადაც სრული დაფინანსება და სტიპენდია მოვიპოვე. მადლობა ჯიპას საუკეთესო შესაძლებლობისთვის. უნივერსიტეტის სისტემა და სწავლის ხარისხი ძალიან მომწონს, დარწმუენბული ვარ, დაუვიწყარი თავგადასავლი და გამოცდილება მელოდება წინ.

მოუთმენლად ველი საქართველოში დაბრუნებას, რათა ჩემს მეგობრებს მიღებული გამოცდილება გავუზიარო და შემართებით შევუდგე ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, კონკრეტულად საგრეო საქმეთა დეპარტამენტში სტაჟირებას გულისხმობს".


"ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, დღეს უამარავი შესაძლებლობაა, რომელიც მაქსიმალურად ჩვენი პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები