მაგისტრალზე ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა

2022-11-07 15:22:41

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანთან ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი მამაკაცი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები