წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყაჩირში ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. როგორც სოფელში მერის წარმომადგენელი აცხადებს, ხანძრის დროს სახლი მთლიანად დაიწვა, თუმცა შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტრო ენერგიის სადენები გახდა.