ხანძარი რუსთავში

2022-08-05 18:31:07

რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი საცურაო აუზი "არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე ხმელ ბალახს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძროსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.