რუსთავის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა. ადგილზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.
პარკის მიმდებარედ სახანძრო-სამაშველო სამსახურის 1 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.