ძლიერი ხანძარი თბილისში

2022-06-02 15:59:59

ისანში ძლიერი ხანძარია.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ღია სივრცეში, მეორად საბურვებსა და ნარჩენებს გაუჩნდა.

დაშავებულების შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.