რუსთავში, ე.წ სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ხანძარი სარემონტო მასალების საწყობში გაჩნდა.
როგორც საწყობში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, ცეცხლი მუყაოს ყუთებს მოეკიდა, რომელშიც იატაკის ფილები იყო შენახული.
გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.