რუსთავში 5 თვეა ცენტრალური გამზირზე, მეგობრობის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ ამ ქუჩაზე მცხოვრებლები, რომლებიც დაინტერესებულები არიან, ხომ არ იწელება დროში სამუშაოები და როდის უნდა დასრულდეს ქუჩის რეაბილიტაცია.
როგორც "ინფო რუსთავს" მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში იგეგმება ქუჩაზე არსებული 31 კორპუსის რეაბილიტაცია და სამუშაოები 2023 დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროექტი პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 20 000 000 ლარია.
რეაბილიტაციის ფარგლებში, გარდა საცხოვრებელი კორპუსის იერსახის ცვლილებისა, მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა და სკვერები.