ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რუსთავში მეგობრობის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. [ვიდეო/video]
როგორც ქარსელაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ამ მასშტაბის პროექტი არცერთ სხვა მუნიციპალიტეტში არ განხორციელებულა.
"სამუშაოები დაწყებულია მასშტაბურად, ამჟამად 4 ბლოკზე. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მეგობრიბის გამზირის, მისი მიმდებარე ტერიტორიების და ბლოკების სრული ურბანული განახლება. ასეთი მასშტაბის პროექტი არამარტო რუსთავში, არამედ არცერთ სხვა მუნციპალიტეტში ამ მიმართულებით არ გაკეთებულა და რუსთავი აქაც გამორჩეულია თავისი მნიშვნელობით. მთლიანად მეგობრობის გამზირი, რომელიც ყველაზე მასშტაბური ქუჩაა რუსთავში, იქნება სრულად განახლებული. გათვალისწინებულია ნაწილი ბლოკების სექტემბრის ბოლოსთვის დასრულება და წლის ბოლომდე კიდევ დამატებითი მონაკვეთები იქნება, ვინაიდან არეალი ძალიან დიდია.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამავე პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტს ცალკე ფონდი გამოეყო, რაც ეხება ამ საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების გამოცვლას.
გარდა ამისა, მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები, ველობილიკი, განათება და ბევრი სხვა ურბანული ელემენტი.
გარდა საცხოვრებელი ბლოკებისა, კომერციულ ნაწილთანაც მოხდება მოწესრიგება, განახლება, იმდაგვარდა, რომ იყოს უნიცირებული, მაგრამ ბევრად უფრო მიმზიდველი.
ყველა კორპუსის მოწესრიგება მოხდება მთლიანად. მხოლოდ ვიზუალური ფასადი არა, რა თქმა, უნდა. ეს არ არის მხოლოდ ღებვის და ლესვის სამუშაოები, ნამდვილად განახლებულ ვიზუალს და გარემოს მივიღებთ", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" ირაკლი ქარსელაძე.
მინისტრთან ერთად სამუშაოები მოინახულეს რუსთავის მოქმდმა მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ.
ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავი მიიღებს მეგობრობის ევროპულ გამზირს.
"ინფრასტრუქტურის მინისტრთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დავათვალიერეთ ის უპრეცენდენტოდ დიდი პროექტი, რომელიც დაიწყო ჩვენმა გუნდმა. ეს არის ერთ-ერთი კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობდეს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.
დაიწყო მეგობრობის ნაწილის სარეაბილოტაციო სამუშაობი, გაგრძელდება, არის რამდენიმე ეტაპი და ერთ-ერთი ახალი ქუჩა შეემატება ჩვენს ქალაქს. ეს იქნება მეგობრობის ევროპული გამზირი, თავისი ყველა შესაძლებლობით", - განაცხადა ლაცაბიძემ.
ინფორმაციისთვის, პროექტი პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება. ირაკლი ქარსელაძის თქმით, რუსთავში, ამ პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება.