2026-11-18 21:23:26
ხაშური-ბორჯომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ სათივის ხიდის მიმდებარედ ერთმანეთს, სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.