2026-11-18 13:19:35
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ სალონში ხანძარია.
საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ცეცხლი სალონის შიდა სივრცეში გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ამ დროისთვის შენობაში ძლიერი დაკვამლიანებაა.
მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებასა და სრულად ლიკვიდირებას ცდილობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის დროს სალონში არავინ არ იმყოფებოდა.