რუსთავში ვაქცინაციის პროცესი განახლდა [photo]

2021-03-30 16:05:48

რუსთავში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია განახლდა.

აცრებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკა "რუსთავი" გამოყო.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პირველ დღეს ვაქცინაცია 10 ადამიანს ჩაუტარდა. მათს შორის 1 სამედიცინო პერსონალთა კატეგორიიდან იყო, ხოლო 9 პირი 65 წელს გადაცილებულთა კატეგორიიდან.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით, მათს შორის რუსთავშიც, ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

რუსთავში აცრებისთვის თავდაპირველად N1 და N2 დიაგნოსტიკური ცენტრები გამოიყო. თუმცა ახალციხეში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციები მხოლოდ მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარებულიყო და რუსთავის დიაგნოსტიკურ ცენტრებში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინებით აცრა შეჩერდა.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები