რუსთავში კოვიდ19-ის პირველი ვაქცინა გაკეთდა [photo]

2021-03-15 12:01:47

რუსთავში კორონავირუსის ვაქცინაცია დაიწყო.

პირველი რუსთაველი, რომელმაც რუსთავში კომპანია Astrazeneca-ს წარმოებული კოვიდ19-ის ვაქცინა გაიკეთა N2 დიაგნოსტიკური ცენტრის კლინიკური დირექტორი გია მოსიაშვილია. ის სამედიცინო სფეროში 1993 წლიდან მოღვაწეობს.

როგორც მოსიაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვაქცინის გაკეთებით სურს, იყოს მაგალითი ყველა ადამიანისთვის და მათ ამ ნაბიჯით აჩვენოს, რომ ვაქცინაცია არის უსაფრთხო და ერთადერთი ეფექტური გზა პანდემიის დასრულებისთვის.

"მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი თანამშრომლებისა და მოსახლეობის წინაშე, რომ როგორც ქირურგმა, ამ დაწესებულების კლინიკურმა მენეჯერემა და პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ადამიანმა ვაჩვენო ხალხს, რომ თუ ჩვენ ასე არ მოვიქცევით დიდი ხანი მოგვიწევს რეჟიმით ცხოვრება, რომელიც 2 წლის განმავლობაში გვინგრევს ქვეყანას. ჩვენ უნდა დავასრულოთ კოვიდპანდემია და ეს არის ყველაზე მოკლე გზა. ამიტომ პირადი მაგალითით ვცდილობ სხვასაც ვუბიძგო ამ ნაბიჯისკენ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" გია მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში 14 მარტს კორონავირუსის ვაქცინის 1400 დოზა შემოიტანეს. ქალაქის მასშტაბით 2 ასაცრელი პუნქცია მოწყობილი. ვაქცინაციისთვის გამოიყო N1 და N2 დიაგნოსტიკური ცენტრები და პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.

ნახეთ ვიდეო აქ

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები