2026-10-28 11:36:44
რუსთავის ლევან გოთუას სახელობის №17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნინო ლარცულიანს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გადაეცა.
პედაგოგი საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.
ლარცულიანს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოსთან ერთად განათლების სამინისტროს მიერ ამ ჯილდოს მფლობელისთვის გამოყოფილი 10 000 ლარიც გადაეცა.