2026-10-28 16:55:17
მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.
ადგილობრივი მედიის, 24ნიუსის ინფორმაციით შემთხვევა ხორცის მაღაზიაში მოხდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.