2026-10-28 14:48:11
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, ავარია მადრიდისა და სევილიის ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზზე მოხდა და ერთმანეთს ესპანეთის სარკინიგზო კომპანიების Renfe-სა და Iryo-ს ჩქაროსნული მატარებლები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად Iryo-ს მატარებლის ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.
ავარიის შემდეგ მადრიდ-ანდალუსიის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი დროებით დაიხურა.