პროტესტის მეორე დღე ლილოს ბაზრობაზე

2021-01-24 12:26:40

ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ.

მოვაჭრეების მთავარი მოთხოვნაა, რომ სამუშაო პროცესი 15 თებერვლის ნაცვლად მათაც 1 თებერვალს გაანაახლონ.

ისინი აცხადებენ, რომ ვაჭრობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და შიშობენ, რომ შესაძლოა ვაჭრობის განახლება 15 თებერვალსაც ვერ მოახერხონ.

მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გუშინაც გამართეს, რა დროსაც მათ საავტომობილო გზა გადაკეტეს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის წევრების განცხადებით, პირველი თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით მოლები და მაღაზიები მუშაობას აახლებენ, ხოლო ბაზრობები 15 თებერვლიდან.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები