ბაზრობები საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან გაიხსნება - ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინიატრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
რაც შეეხება სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს, ობიექტები მუშაობას 1 თებერვლიდან განაახლებენ.
ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.
კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება;
ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.
აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, 15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება გაგრძელდება.
საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის თითოეული შემდგომი ნაბიჯი დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგსა და დეტალურ ანალიზს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.