ლილო-მოლის მოვაჭრეება საავტომობილო გზა გადაკეტეს

2021-01-23 13:30:43

ლილოს მოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები 1 თებრვლიდან ბაზრობის გახსნას მოითხოვენ.

როგორც დასაქმებულები ინფო რუსთავთან აცხადებენ, მთავრობის წარმომადგენლები სავაჭრო სექტორის გახსნას 1 თებერვლიდან აანონსებდნენ, რაც ბადებს ეჭვს, რომ შესაძლებელია ბაზრობის გახსნა 15 თებერვალსაც არ მოხდეს.

მოვაჭრეების თქმით, თითოეული დღე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თუ გარემოვაჭრეებს პროდუქციის რეალიზაციის საშუალება ეძლევათ, ამის უფლება მათაც უნდა ჰქონდეთ.

დასამებულები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის უფრო რადიკალური ფორმებისთვის მიმართვას აანონსებენ.