რუსთავში მიკროავტობუსი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა [photo]

2026-10-28 22:01:31

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთვის" ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

დაშავდა მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.