მომხმარებლის უფლებები

2024-07-26 19:33:20

რისი უფლება მაქვს? - ამ კითხვას თუ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საკუთარ თავს ხშირად დავუსვამთ და ბუნებრივია, კითხვებზე პასუხების გასაცემად გზებსაც ვიპოვით, ჩვენი ცხოვრების ხარისხი ხვალ გახდება გაცილებით უკეთესი.

ინფორმაცია ადამიანის უმთავრესი იარაღია. ძალიან რთულია მოატყუო ან მართო ისეთი მოქალაქე, რომელიც თუნდაც მინიმალური ინფირმაციითაა აღჭურვილი საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით.

მოსახლეობას ყოველდღიური შეხება აქვს სხვადასხვა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ საბაზისო დონეზე მაინც, როგორ რეგულირდება ესათუის ურთიერთობა ჩვენსა და სხვადასხვა სუბიექტს შორის.

აქედან გამომდინარე, "ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა თქვენთვის მოეწოდებინა ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან იურიდიული რჩევები.

"კანონის თანახმად, თუ მომხმარებელმა ნივთის შეძენიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა ნაკლი, ივარაუდება, რომ ეს ნაკლი მას შეძენის მომენტშიც გააჩნდა. აღნიშნული აძლევს საშუალებას მომხმარებელს მოსთხოვოს კომპანიას ნივთის შეკეთება, გამოცვლა ან თანხის უკან დაბრუნება. მომხმარებელს უნდა განემარტოს და მიეცეს სრული ინფორმაცია ნივთის არსებით მახასიათებლებთან დაკავშირებით. ტყუილის ან დამალული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია სასამართლოს გარეშე, უფასო განცხადებით მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, რომელიც დაეხმარება მას კომპანიასთან შეთანხმების მიღწევაში. აღნიშნულმა საკანონმდბლო სიახლემ გაამარტივა ქართველი მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ფაქტობრივად, შემოიტანა 6-თვიანი საგარანტიო პერიოდი".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები