ჩვენი რუბრიკის დღევანდელი გმირი 15 წლის მათე ზარნაძეა.
მათე საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის ყველაზე უმცროსი წევრი და არაერთი კუნკურსის გამარჯვებულია.
მისი კალიგრაფიული ნამუშევრები ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია.
მან კალიგრაფიის სწავლა 9 წლის ასაკიდან დაიწყო.
კალიგრაფიის სწავლა დავიწყე 9 წლის ასაკიდან.
დავდიოდი რუსთავის სამრევლო სკოლა მთაწმიდელში, კალიგრაფ დავით მაისურაძესათან. სწავლის დაწყებიდან პირველივე წელს, ქვემო ქართლში ჩატარებულ კალიგრაფიის კონკურსში, ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში, გავხდი პირველი ადგილის მფლობელი. ეს გამარჯვება ჩემთვის დიდი მოტივაციის წყარო გახდა.
შემდეგ 2020 წელს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსში "დიდგორი 900'' მივიღე მონაწილეობა და საქართველოს ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ, მონაწილეებს შორის, ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში გავიმარჯვე. რა თქმა უნდა, მოტივაცია და დაინტერესება უფრო მეტად იზრდებოდა.
ასევე 2021 წელს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა კონკურსი ,,ვაჟას შემოქმედება ჩემი კალიგრაფიით''ამ კონკურსშიც გავხდი პირველი ადგილის მფლობელი. საქართველოს მაშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.
შემდეგ საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციამ ჩაატარა კონკურსი ,,თბილისი 900'' საქართველოს მასშტაბით 18წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, გავხდი კონკურსის გამარჯვებული.