ამერიკაში სწავლას კიდევ ერთი 15 წლის რუსთაველი გოგონა აგრძელებს

2024-04-15 13:15:41

ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლას კიდევ ერთი 15 წლის რუსთაველი გოგონა გააგრძელებს.

დღევანდელ რუბრიკაში მინდა გაგაცნოთ FLEX პროგრამის კიდევ ერთი ფნალისტი, ანა-მარია ფხალაძე.

როგორ მოიპოვა საგზური ამერიკისკენ - განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე რუბრიკის გმირი "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად მოუყვება.

"ბავშვური წარმოსახვიდან ახდენილი რეალობის ზღვარამდე!

მე ვარ ანა-მარია ფხალაძე, რუსთავის 4 საჯარო სკოლის მოსწავლე, მოცეკვავე, მოგზაური, სპორტსმენი, მოხალისე და უბრალოდ შეუპოვარი მეოცნებე.

სამყაროს და გარემოს შესწავლის ცნობისმოყვარეობასთან ერთად, ამერიკის მიწაზე გავლის შთაგონება წარუშლელ მიმზიდველობას ინარჩუნებდა, რაც ცეკვით და რიტმით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად, 4 წლის ასაკში. ადრეულ ასაკშივე ვეზიარე ჩერლიდინს, მოგვიანებით ჰიპ-ჰოპს, ჩვენს ქალაქში არსებულ ერთ-ერთ ცეკვის სტუდია "ცხელ შოკოლადში", რომელიც დღემდე ჩემი ბედნიერების კუნძულია.

შემდეგ იყო უამრავი ლიტერატურა, ფილმი და ინგლისური ენა, როგორც დიდებული საშუალება ახალი კულტურული ლაბირინთებისაკენ.

ჩემს წარმოსახვაში, ამერიკა, როგორც უნიკალური, დემოკრატიული სამყარო, ძლიერი და თავისუფალი ხალხის ქვეყანა, განასახიერებს იმედის შუქურას და ფასდაუდებელ შესაძლებლობას პიროვნული თუ არაპიროვნული განვითარებისათვის. ჩემთვის, როგორც ბევრი ჩემი თანატოლისთვის, შესაძლებლობების ფარდები გაიშალა FLEX პროგრამის სახით, ეს არის არა მხოლოდ საგანმანათლებლო კუთხით განვითარების შანსი, არამედ კარიბჭე შეერთებული შტატების კულტურული მოზაიკისკენ.

სწორედ ასეთად მესახება მომავალი ლიდერთა გაცვლითი პროგრამა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მცდელობაზე საწადელს ვერ მივაღწიე, ამას უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია, პირიქით, მომცა მეტი მოტივაცა, რომ ბოლომდე სრულმეყო ჩემი მიზანი. ჩემი ოდისეა გაცვლითი პროგრამის ფინალისტის სტატუსისადმი გამძლეობისა და დიდი შრომის ფონზე შედგა. თვითგანვითარების მოგზაურობა არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური სფეროებით, მეციერებებით, ხელოვნებით, ლიტერატურით, ის მოიცავს გამოცდილების ძლიერ გობელენს, ინტერსს, რომ გავცდე ტრადიციული სწავლის საზღვრებს.

აკადემიური სიბეჯითისა თუ აქტიური ცხოვრების სტილი იყო და არის განმსჭვალული დიდი მიზნებისაკენ სწრაფვით. ამ ეტაპობრივმა განვითარებამ, პოექტებში მონაწილეობამ და არაფორმალურმა განათლებამ, მომცა დაუვიწყარი გამოცდილება, ემოციები და გააფართოვა ჩემი მსოფლმხედველობა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს მშობლებს, ჩემს მენტორებს, მასწავლებლებს, პედაგოგებს და მეგობრებს. უდიდესი მადლობა თითოეულს. არსებითად, ჩემი მოგზაურობა შეერთებულ შტატებში, არ იქნება მხოლოდ პიროვნული ზრდა და  გამოცდილება, ასევე იქნება შესაძლებლობა კულტურათაშორისი გაგებისა და გაზიარების, დაფასების ხელშეწყობა".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები