26 წლის წარმატებული ადვოკატი რუსთავიდან

2024-02-25 22:33:11

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის გმირი 26 წლის წარმატებული ადვოკატი, ნათია თავდუმაძეა.

მან საადვოკატო კარიერა მცირე ასაკიდან დაიწყო და უკვე საკუთარუ იურიდიული კომპანია აქვს.

განვლილ გზაზე "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად ნათია მოუყვება.

"ჯერ კიდევ ბავშობიდან მქონდა გადაწყვეტილი, რომ ადვოკატი უნდა გავმხდარიყავი. პირველად სასამართლოს იმიტირებულ პროცესში მონაწილეობა სკოლაში სწავლის პერიოდში მივიღე, რამაც დამარწმუნა, რომ სწორ პროფესიას ვირჩევდი.


დასახული მიზნის მისაღწევად, 2016 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, იურიდიულ ფაკულტეტზე. 2020-2022 წლებში მივიღე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მაგისტრის ხარისხი. უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად, 2018-2019 წლებში სტაჟირებას გავდიოდი რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 2020 წელს კი ვმუშაობდი რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეცილისტად. სასამართლოში მუშაობის პერიოდში განვვითარდი პროფესიულად და მივიღე დიდი გამოცდილება.

2020 წლის დასასრულს მივიღე გადაწყვეტილება რომ დამეწყო კერძო საქმიანობა და მიმეღწია დასახული მიზნითვის, გავმხდარიყავი ადვოკატი. დღეის მდგომარეობით, ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი იურიდიოული კომპანია "Four GC  Legal", რომელიც სრულ იურიდიულ მომსახურებას უწევს მოქალაქეებს, როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. კომპანია ემსახურება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს და უზრუნველყოფს მათ წარმომადგენლობას სასამართლოში და ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოში. ამასთანავე, ბიზნეს სუბიექტებს სთავაზობს კორპორატიულ იურიდიულ მომსახურებას.


სამართლიანობა წარმოადგენს სახელმწიფოს საფუძველს, სამართლიანობის მიღწევაში კი ადვოკატებს მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ, რადგან მათი მოვალეობა ადამიანის უფლებების დაცვაა. ჩემი მიზანიც, სწორედ ეს არის - დავიცვა მოქალაქეთა უფლებები. ყოველი გამამართლებელი განაჩების გამოცხადებისას გამართლებულის და მისი ოჯახის წევრების ემოციები მარწმუნებს იმაში, რომ სწორი პროფესია ავირჩიე".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები