რუსთავის მერიის "სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების" ააიპ-მა საახალწლო ღონისძიებებისა და საშობაო ბაზრობის მოსაწყობად 4 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
თავისუფლების მოედანსა და კლდიაშვილის სკვერში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორისაა:
1. ტამტამ შოუს მომსახურება - ტამტამების შოუს ჯგუფი დაკომპლექტებული უნდა იყოს ადგილობრივი შემსრულებლებლისგან
2. შვიდი მუსიკალური ბენდის მომსახურება - ბენდი უნდა იყოს არანაკლებ 3 ადგილობრივი მუსიკოსით დაკომპლექტებული
3. თორმეტი სოლო შემსრულებლების მომსახურება - სოლო შემსრულებლები უნდა იყვნენ აუცილებლად ადგილობრივი მომღერლები
საზეიმო ვითარებაში აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ღონისძიების უზრუნველსაყოფად, მუსიკალური ინსტრუმენტების, განათების/ გახმოვანების აპარატურის და გენერატორის ქირაობის მომსახურების შესასყიდად ასევე ტენდერია გამოცხადებული. მერიის წინ გაიმართება საშობაო ბაზარიც.
ზემოთ ჩამოთვლილი საახალწლო ღონისძიებებისთვისა და საშობაო ბაზრისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 134 270 ლარია გამოყოფილი.
საახალწლო ღონისძიებები გაიმართება რუსთავის ყველა ბაგა-ბაღშიც, რისთვისაც ააიპ "რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ" 15 800 ლარიან ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.