KYOTO-ს დამფუძნებელი, 20 წლის ნინა ფოლადაშვილი

2022-03-26 17:29:29

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის გმირი ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როდესაც რუსთავში საკუთარი აზიური რესტორანი გახსნა.

20 წლის შეფი - ნინა ფოლადაშვილი ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი KYOTO-ს დამფუძნებელია.

სამზარეულოში მუშაოვა კი 15 წლის ასაკიდან იწყება. თავის ისტორიას "ინფო რუსთავის" მკითხველს თავად ნინა მოუყვება.

"მე ვარ ნინა 20 წლის შეფ-მზარეული.


სამან უშულადოდ ჩემს შეფობასა და პატარა რესტორნამდე მივიდოდეთ, მოგიყვებით, თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. მე-5 წელია უკვე რაც ჩემი საყვარელი საქმიანობით ვარ დაკავებული, თუმცა კონკრეტულად არც კი მახსოვს, კულინარია როდის გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი. ჩემთვის კერძების მზადება ყოველთვის საინტერესო და საყვარელი საქმიანობა იყო, პატარა ასაკიდანვე ვცდილობდი მესწავლა სხვადასხვა რამის მზადება და ამის გამო მუდმივ ქაოსს ვაწყობდი სამზარეულოში.

მაგრამ მაინც, ალბათ საბოლოო საფუძველი 10-11 წლის ასაკში ჩაეყარა ჩემს სიყვარულს კულინარიის მიმართ, ხოლო უშუალოდ მოღვაწეობა ამ მიმართულებით 15 წლის ასაკში დავიწყე, რაც იმდენად ემოციური და სასწაული იყო ჩემთვის, რომ არც კი მჯეროდა.  


16 წლის ასაკში დავინტერესდი აზიური სამზარეულოთი და შევუდექი სამსახურის ძაებნას. ვიპოვე ისეთი ადგილი, სადაც ჩემი პატარა გამოცდილებით მიმიღებდნენ. სწორედ ეს იყო პირველი ნაბიჯები აზიურ სამზარეულოში, რომელიც უზომოდ შემიყვარდა. თვიდან მხოლოდ ბოსტნეულის ჭრა მევალებოდა და რასაკვირველია, მეც დიდი სიხარულით ვასრულებდი ჩემს საქმეს. ზუსტად არ მახსოვს პერიოდი, თუმცა ბვიცი, რომ რამდენიმე თვეში შევძელი და საბოლოოდ ავითვისე მთლიანი სამზარეულო.

გამოცდილების დაგროვების შემდეგ დაიწყო ჩემი ოცნების ასრულება, ის, რასაც არც კი ველოდი და წარმოუდგენლადაც ჟღერდა.


2020 წელს, СOVID 19 -ის პერიოდში, გადავწყვიტე ოჯახთან ერთად გამეხსნა პატარა ობიექტი KYOTO და რუსთავში შემოგვეტანა ის კერძები, რომელიც არსებულ ბაზარზე არ იყო. ეს იდეა თვიდან ძალიან სარისკოდ და საშიშად მეჩვენებოდა, მაგრამ მაინც გავრისკე და დიდი შრომის, მონდომების შედეგად შევქმენი კვების ობიექტი, რომელიც უკვე მესამე წელია რუსთვშია.

თვიდან არც თუ ისე ხელმისაწვდომი იყო მომხმარებლებისთვის. ვმუშაობდით მხოლოდ გატანის სერვისზე, მაგრამ ნელ-ნელა განვვითრდით და გავხსენით სივრცე, სადაც მოსულ სტუმრებს შეეძლოთ ადგილზე დაეგემოვნებინათ კერძები. რესტორნის შექმნა არც თუ ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა და ძალიან ბევრი სირთულე დაგვხვდა წინ, მაგრამ მე მჯერა, თუ ადამინი დაისახავს მიზანს და ამ მიზნისთვის ყველაფერს გააკეთბეს, შეუძლებელიც არაფერია. ზუსტად ამ სიტყვაბის დამსახურებით მოვედი აქამდე და მუდმივად ვცდილობ, კიდევ უფრო განვვითარდე.


რამდენიმე თვის წინ კი განვაახლეთ სივრცე. პროცესში მონაწილეობა მეც მივიღე და უზომოდ მიყვარს ყველა ის წვრილმანი, რაც KYOTO-შია. მუდმივად ვიღებ მონაწილეობას ყველა პოზიციაზე მუშაობაში. იშვიათად, მაგრამ მეც ვითავსებ ხოლმე კურიერის მოვალეობას და ჩვენს მომხმარებლებთან სახლში თავად მიმაქვს კერძები. ჩვენს სივრცეშიც ხშირად ვემსახურები სტუმრებს, ვცვლით ემოციებს, რაც ძალიან დადებითად მოქმედებს ჩემზე და დიდ სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ უფროდაუფრო მეტი ვაკეთო".