სწავლის სრული დაფინანსება Goldsmiths, University of London-ში

2022-11-27 13:22:57

დარწმუნებული ვარ ამ ტექსტის წერისას სიტყვებში უამრავი შეცდომა დავუშვი, მაგრამ არ გავასწორებ, იმიტომ რომ ყველა ბავშვმა ვისაც წერისა და კითხვის უნარის დარღვევა აქვს იცოდეს რომ არაუშავს, ეგ პრობლემა სამყაროს დასასრულს სულაც არ არის - რუსთაველი ნინიკო ლეკიშვილი სოციალურ ქსელში წაკითხული მისი ამ სიტყვებით აღმოვაჩინე.

ასე შევიტყვე იმ გოგონას უდიდეს წარმატებაზე, რმელსაც წერისა და კითხვის დარღვევა აქვს. ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. უკვე მივხვდი, რომ ჩემი რუბრიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო გმირი ვიპოვე.

ყველაფერი კი რუსთავიდან, მე-4 საჯარო სკოლიდან და "სიქადან" დაიწყო.


"Მე-4 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი და აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში. Ახლა რომ ვფიქრობ იმ პერიოდზე, არ მიკვირს რომ ჩემი ცხოვრება ამ კუთხით განვითარდა. Მაშინ ვერ ვხდებოდი და არ მქონდა ამდენის გააზრების უნარი, თუმცა ჩემში ძალიან ბევრი რამ ჩამოყალიბდა სკოლის ასაკში. Რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ბუნებრივია. Მოსწავლეთა თვითმართველობის წევრი ვიყავი, სხვადასხვა ღონისძიებებს ვაორგანიზებდი.

თუმცა სკოლის გარდა ყველაზე მეტად რამაც იმოქმედა ჩემზე გავლენა, არასამთავრობო ორგანიზაციაში გაწევრიანებაა. "Სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია"-ში 15 წლის ასაკში მივედი. Ზუსტად მახსოვს, რადგან ჩემი დაბადების დღე იყო. Სწორედ "სიქამ" მომცა საშუალება, ჩამომეყალიბებინა ჩემი შეხედულებები, მემოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, ერთი წელი ლიტვაში ვიყავი მოხალისედ სკოლის დამთავრების შემდეგ. ვისწავლე როგორ უნდა ვიყო ქვეყნის მოქალაქე და ვიბრძოლო უსამართლობის წინააღმდეგ. Ჩემი პირველი აქტივისტური დღეებიც სიქასთან ასოცირდება. წლების განმავლობაში, ეს ადგილი იყო ჩემი მეორე სახლი, სადაც თავს დაცულად ვგრძნობდი და განცდა მქონდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებდი.

სკოლის დასრულების შემდეგ, როგორც აფხაზეთიდან დევნილმა, საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაბარება გადაწყვიტა. თვლიდა, რომ მისი მოვალეობა იყო დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში წვლილი შეეტანა, თუმცა მოგვიანებით, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

Სკოლის დამთავრების შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე, რადგან აფხაზეთიდან დევნილი ვიყავი, ვთვლიდი, ჩემი მოვალეობა იყო მის დაბრუნებაში წვლილი შემეტანა, თუმცა ამ მიმართულებით სწავლა ვერ გავაგრძელდე და ფსიქოლოგიაზე გადავედი.

Მაშინ ძალიან განვიცადე ეს ამბავი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მსგავმა წარუმატებლობებმა არ უნდა შეგაშინოს და უკან არ უნდა დაგხიოს. უᲑრალოდ ის ცხოვრება, ის სფერო არ იყო სინამდვილეში ჩემთვის საინტერესო. 19 წლის ასაკში კი ძალიან რთულია ზუსტად იცოდე, რა გინდა. Ხშირად ჩვენზე სხვადასხვა თემა ახდენს გავლენას და ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებულები ჩვენს ინტერესებში. Როცა 19 წლის ხარ, ეს გაურკვევლობა კატასტროფულად მიგაჩნია, რადგან შენთვის ერთ-ერთი პირველი დიდი გამოწვევაა, მაგრამ ახლა 30 წლის ასაკში, ამას ვუყურებ როგორც გამოცდილებას, ჩემი თავის ჩამოყალიბების გზაზე, ხანდახან მეცინება კიდეც იმ ნერვიულობებზე, რასაც მაშინ განვიცდიდი, რადგან ჩემი მომავალი გაუგებარი იყო. Ახლა უფრო მშვიდად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 100 პრცენტით დაგეგმილი არაფერი არ მაქვს წინ. Მაინც მგონია, რომ თუ იმ 19 წლის ნინიკომ მოაღწია აქამდე, 30 წლის ნინიკოც შეძლებს წინ წასვლას.

ამბობს, რომ ბრიტანეთში ცხოვრებაზე ყოველთვის ოცნებობდა, ოცნების ასრულების რეალისტური გზა კი ჩივენინგის პროგრამა აღმოჩნდა.

ყოველთვის ვოცნებობდი ბრიტანეთში ცხოვრებაზე, Რადგან ძალიან მიყვარდა აქაური კულტურა, ფილმები, წიგნები, სპექტაკლები. წარმოვიდგენდი, როგორ დავდიოდი თეატრში ან იმ ქუჩებში, სადაც ჩემი საყვარელი ფილმები იყო გადაღებული. ამ მიზნის მისაღწევად, ერთ-ერთ ყველაზე ნათელ გზად, ჩივენინგის პროგამა მესახებოდა. Რადგან მომეცემოდა საშუალება, არა მარტო მეცხოვრა ბრიტანეთში, არამედ განათლებაც მიმეღო. შარშანდელი წელი, ჩივენინგისთვის მზადებაში გავატარე, უამრავ ვიდეოს ვუყურე იმაზე, თუ როგორ დამეწერა ესეები, ვესაუბრე ხალხს, რომლაც უკვე ჰქონდათ დაფინანსება მოპოვებული წარსულში. Ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ბევრმა ადამიანმა გამომიწოდა დახმარების ხელი. თანაც ვიცოდი, რომ ჩემი წარსული გამოცდილება, "სიქაში" მოღვაწეობა დამეხმარებოდა მათთვის საურველი კანდიდატურა ვყოფილიყავი.

Სექტებრიდან ივლისამდე ველოდი საბოლოო პასუხს და როდესაც ბოლო იმეილი მივიღე, სიხარულისგან შევყვირე. თუმცა სანამ ლონდონის აეროპორტში არ დავფრინდი, მეგონა რომ რაღაც არ გამოვიდოდა. Მაგრამ საბედნიეროდ ახლა აქ ვარ.

ნინიკო დოკუმენტური კინოს რეჟისურას სწავლობს და პარალელურად, ჩემი შეფასებით, ძალიან საინტერესო სტენდ-აფ კომედიებს აკეთებს.

"დოკუმნეტური კინოს რეჟისურას ვსწვავლობ, ზოგადად ცხოვრების ახალ სტილს ვეგუები, ჩემს ფობს მივსდევ და სთენდ აფ კომედიასაც ვაკეთებ. თითქმის ყველაფრის საშუალება და შესაძლებლობა მეძლევა, რაზეც აქამდე მხოლოდ ვოცნებობდი.

რაც შეეხება მომავალს, ამაზე უფრო ბუნდოვნად ვფირობ, რაღაც იმედები მაქვს, გეგმებიც, მაგრამ ჯერ მინდა რომ ამ მომენტით ვიცხოვრო. Ბრიტანეთიდან მივიღო ყველაფერი, რისი მიღებაც შემიძლია და თავი არ დავისტრესო იმაზე ფიქით, თუ რა იქნება მომავალში. ყოველთვის არასტაბილური ცხოვრება მქონდა და ამჯერად მინდა, ეს ერთი წელი მშვიდად მივყვე დინებას".

რაც არ უნდა საშიში იყო სურვილები, რომლებიც გაქვთ, აუცილებლად მისდიეთ მათ - ასეთია ნინიკოს მთავარი რჩევა. ალბათ, ესაა მისი წარმატების მთავარი ფორმულაც.

"ცოტა მიჭირს ვინმეს რამე ვურჩიო, რადგან ყველა ადამიანის გამოცდილება და შესაძლებლობები სხვადასხვანაირია, ამიტომ ის, რაშიც გამიმიართლა მე, შეიძლება არ იყოს კარგი სხვა ადამიანისთვის. Მაგრამ ახალგზარდა ადამიანებს, რომლებიც ამას კითხულობენ, იმას ვეტყვი, რომ ჩვენ ყველას ჩვენი მიზნები და სურვილები გვაქვს, რაც არ უნდა საშიში იყოს, მაინც უნდა გვქონდეს გამბედაობა, რომ მათ მივყვეთ. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა განვითარებითვის და გარშემო შემოვიკრიბოთ ადამინები, რომლებსაც ჩვენი წარმტება უხარიათ, რომლებიც ხელს გვიწყობენ წინსვლაში და არ გვხევენ უკან.



Ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გავლენა ჯიმ ქერის ერთ-ერთმა გამოსვლამ მოახდინა, Სადაც ის მამამისზე ლაპარაკობდა. მამამისი ძალიან კარგი კომიკოსი იყო, თუმცა სხვადასხვა პასუხიმსგებლობა ჰქონდა და გადაწყვიტა ბუღალტერი ყოფილიყო, რაც უფრო სტაბილურ და უსაფრთხო სამსახურად მიაჩნდა. თუმცა ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ეს სამსახურიც დაკარგა. ამის შემდეგ ჯიმი ამბობს, რომ სჯობს შენს ოცნებებს მიჰყვე და იქ განიცადო მარცხი, ვიდრე უარი თქვა იმაზე, რაც გინდა და მაინც დამარცხდე საბოლოო ჯამში.

Მას შემდეგ, რაც ამ გამოსვლას ვუსმინე, მართლაც ავირჩიე ის, რაც მთელი გულით მინდოდა და სწორედ ამ არჩევანმა მომიყვანა იქ, სადაც ახლა ვარ.

და ალბათ საბოლოოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დაუკვირდით ყველა იმ არჩევანს, რასაც აკეთებთ, მიჰყავხართ თუ არა იმ მიზნებისკენ, რომლის მიღწევაც მთელი გულით გინდათ". 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები