ჩხოროწყუს სოფელ ლეწურწუმეში საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენლმა ჯემა დამენიამ განუცხადა, ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. თუმცა მათ სახლიდან გამოსვლა მოასწრეს.
მისივე ინფორმაციით, ორ სართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.