ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე ხანძარი იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
ძლიერი ქარის გამო, მაღალი იყო ცეცხლის გავრცელების რისკი, თუმცა მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს.