რუსთავში 21-ე მიკრორაიონში ხანძარის დროს სახლი დაიწვა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსის მე-7 სართულზე ბინაში ხატებთან დანთებული სანთლიდან ნივთებს ცეცხლი წაეკიდა.
შემთხვევის დროს სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არცერთი მათგანი არ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი, პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.