2026-10-14 16:20:09
სამეგრელოში, სოფელ ალერტკარში კაცმა მეზობელი მამა-შვილი დაჭრა.
დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან მთავარს თავად დაუკავშირდა. მისი თქმით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციის მიერ ძებნილი პირია. ოჯახებს შორის დაპირისპირებას წარსულშიც ჰქონდა ადგილი. დაჭრილი ქალის ინფორმაციით, კაცმა მათ დაზიანებები დანით მიაყენა, მანამდე კი სანადირო თოფიდანაც გაისროლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.