2026-10-14 15:00:21
რუსთავის მუნიციპალიტეტი 17 765 ნერგს ყიდულობს.
ნერგების შესაძენად მუნიციპალიტეტმა 127 780 ლარის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, იგეგმება: 7005 ცალი - ჭალის მუხის, 3600 - ჭალაფშატასა და 7160 პატარა თელას შეძენა.
ტექნიკური მახასიათებლის მიხედვით, ყველა მცენარე მიწიდან უმაღლეს წერტილამდე არანაკლებ 60 სმ-ის უნდა იყოს, 2-3 წლის შეკრული ფესვთა სისტემითა და კონტეინერული წესით გამოყვანილი.