როდის იგეგმება რუსთავის ავტობანის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის დაწყება

2026-10-14 13:43:29

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტობანის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის დაწყებას მთაბრობა 2027 წლისთვის გეგმავს.

შესაბამისი სამუშაოების შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში ვკითხულობთ.

მომავალ წელს აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დასაწყებად გამოყოფილი იქნება 50 მლნ ლარი.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონმა თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა/მოდერნიზაციის ტენდერი გასული წლის 17 ოქტომბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა ერთმა, თურქულმა კომპანიამ მიიღო, თუმცა 113 მილიონიანი ელექტრონული ტენდერი მონაწილე კომპანიის ტექნიკური დოკუმენტაციის დისკვალიფიკაციის გამო ვერ შედგა.