2026-10-14 15:41:33
ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, 12 წლის წინ დუშეთის მუნიციპალიტეტში დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეს დღეს თბილისში გადმოგზავნიან.
ინფორმაციას კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ საქმე სხვა გამომძიებელს გადაეცემა.
"დამირეკეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან. გურამ დადიანიძის საქმე დღეს გადმოიგზავნება თბილისში. საქმე გადაეცემა სხვა გამომძიებელს. მადლობა საზოგადოებას ასეთი მხარდაჭერისთვის!,“ - წერს კაკაბაძე.
ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.